ლა ლიგის დარჩენილ 6 ტურში, „რეალი“ ბერნაბეუზე მხოლოდ ორჯერ ითამაშებს
ლა ლიგაში სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია. კატალონიის „ბარსელონამ“ მადრიდის „ატლეტიკოს“ ბარიერი ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გადალახა და სრული კონცენტრაცია შიდა ჩემპიონატზე გააკეთა...
ზინედინ ზიდანის გუნდი კი ფარ-ხმალს არ ყრის და ბოლომდე ბრძოლას გეგმავს. ლა ლიგაში 6 ტური დარჩა. აღსანიშნავია, რომ 4 დაპირისპირება გასვლითი იქნება, ხოლო ორი საშინაო.
ყველაზე რთულ მეტოქეებს „რეალი“ სახლში მიიღებს. „ბერნაბეუზე“ ასპარეზობა „ვილიარეალს“ და „ვალენსიას“ მოუწევს.
რაც შეეხება გასვლით შეხვედრებს. კვირას დედაქალაქელები მადრიდიდან არ გავლენ, ვინაიდან „ხეტაფეს“ სტადიონზე მოუწევთ თამაში. შემდეგი გასვლითი შეხვედრა „რაიო“-სთან არის, რაც იმას ნიშნავს, რომ „რეალი“ ისევ მადრიდში დარჩება, ამის შემდეგ კი ზიზუს შეგირდებს ჯერ „სოსიედადთან“ მოუწევთ ასპარეზობა, შემდეგ კი ლა კორუნიაში, „დეპორტივოს“ წინააღმდეგ.
იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო დროს, ლა ლიგაში „რეალის“ გასვლითი შედეგები არადამაჯერებელია, კლუბს სერიოზული მუშაობა მოუწევს.
- 14 აპრილი 2016
- 4 092
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.