რამოსი:„კრიშტიანო რონალდუ არანორმალურია“
სერხიო რამოსმა ჟურნალისტებთან ისაუბრა...
„პირველივე წუთებიდან ვიცოდით, რომ უნდა შეგვეტია და გამარჯვებაზე გვეფიქრა. მე-16 წუთზე ანგარიში 2-0 იყო, რამაც დამშვიდების საშუალება მოგვცა, თუმ ვაცნობიერებდით პასუხისმგელობას.“
„მე ყოველთვის ვამბობდი და ვამბობ, რომ კრიშტიანო რონალდუ როდის აფეთქდება არასდროს არავინ იცის. პორტუგალიელი ფეხბურთელი არანორმალურია, ის მოედანზე საოცრებებს აკეთებს.“
„არავის უთქვამს, რომ საქმე იოლად გვქონდა. გერმანელები მადრიდში 2 ბურთიანი უპირატესობით ჩამოფრინდნენ, მათ ყველა ზონა დაკეტილი ჰქონდათ, მაგრამ „რეალის“ ზეწოლას მაინც ვერ გაუძლეს. ურთულესი ამოცანა გადავჭერით.“
„მიმდინარე სეზონში არაერთი შეხვედრა გამოვტოვე, თუმცა ახლა მზად ვარ. თამაში ტკივილის გარეშე უკვე წარმოუდგენელი გახლავთ, სეზონის დასრულების შემდეგ რეაბილიტაციის კურსს აუცილებლად გავივლი და დავისვენებ.“
„ხვალ ერთმანეთს, „ატლეტიკო“ და „ბარსელონა“ დაუპირისპირდებიან. ფავორიტზე საუბარი რთულია. არ გამოვრიცხავ, მათი დუეტიდან ერთ-ერთი ჩვენი მეტოქე გახდეს.“
- 13 აპრილი 2016
- 6 741
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.