„რეალი“ ნახევარფინალში ზედიზედ მეექვსედ გავიდა
მადრიდის „რეალი“ ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში ზედიზედ მეექვსედ გავიდა...
2011 წლიდან მოყოლებული, დედაქალაქელები 4 საუკეთესო გუნდს შორის ყოველთვის ხვდებიან.
წარმატებულ სვლას საფუძველი ჟოზე მოურინიომ ჩაუყარა. პორტუგალიელი სპეციალისტი გუნდს სათავეში 3 წლის მანძილზე ერქვა და ყველა სეზონში გუნდი 1/2 ფინალში გავიდა, თუმცა ფინალამდე მისვლა ვერ შეძლო.
ჟოზეს შედეგი პირველივე წელს გააუმჯობესა კარლო ანჩელოტიმ, საფეხბურთო გაკვეთილი ჩაუტარა „ბაიერნს“ და პირადად ხოსეპ გუარდიოლას და ფინალის საგზური მოიპოვა, სადაც თანაქალაქელი „ატლეტიკო“ დაამარცხა.
წარმატებული გამოდგა იტალიელის მეორე სეზონიც, სადაც ის 1/2 ფინალში გავიდა, თუმცა „იუვენტუსმა“ დედაქალაქელთა ძლევა შეძლო.
მიმდინარე სეზონში „რეალი“ ნახევარფინალში ზედიზედ მეექვსედ გავიდა.
იმედი ვიქონიოთ, რომ ზიზუს გუნდი მომდევნო ეტაპსაც დაძლევს და „მილანის“ საგზურს მოიპოვებს.
- 13 აპრილი 2016
- 5 647
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.