"მშვიდობის თასი" დაიწყო
მოგეხსენებათ, რომ გუშინ, 24 ივლისს დაიწყო მშვიდობის თასის შეხვედრები. ეს ტურნირი "ლიგა ქუიტო" - "იტიხატისა" და "სევილია" - "იუვენტუსის" დაპირისპირებით გაიხსნა.
"ლიგა ქუიტომ" ანგარიშით 3-1 დაამარცხა თავისი მეტოქე "იტიხატი".
"სევილიამ" უპირატესობა მატჩის დასაწყისშივე მოიპოვა. ესპანელები ძალიან დიდი ხნის მანძილზე აკონტროლებდნენ ბურთს, თუმცა "იუვენტუსის" ფეხბურთელბმა, ამაურმა ისარგებლა "სევილიის" ფეხბურთელების შეცდომით და ანგარიში გახსნა. რამოდენიმე წუთში იტალიელთა მოთამაშემ, იაკინტემ მოერედ დაამწუხრა "სევილიის" მეკარე. თუმცა ესპანელებმა უპასუხოდ არ დატოვეს "იუვენტუსის" ფეხბურთელები და სკუილაჩის თავური დარტყმით ანგარიში შეამცირეს. (1-2 "იუვენტუსი" სასარგებლოდ)
შეგახსენებთ, რომ 26 ივლისს სანტიაგო ბერნაბეუზე, მადრიდის "რეალი", "იტიხატს" დაუპირისპირდება.
ინფორმაციის წყარო: RealMadrid.Com
სტატიის ავტორი: El Gio
- 25 ივლისი 2009
- 4 122
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.