მოდრიჩი:„მარტო „რეალის“ ვერცერთი ფეხბურთელი „ვოლფსბურგს“ ვერ მოუგებს“
ზინედინ ზიდანთან ერთად პრესკონფერენციაზე ლუკა მოდრიჩიც გამოცხადდა...
„ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ გუნდი შეიკრას და სულისკვეთება გამოავლინოს. გუნდური პრინციპი უმთავრესია, ვინაიდან რთულ მდგომარეობაში ვიმყოფებით, აქედან გამომდინარე ძალიან უნდა მოვინდომოთ და ბოძებული შანსი გამოვიყენოთ.“
„არცერთ მოთამაშეს არ შეუძლია, გერმანელებს მარტო მოუგოს, ამიტომ სასტარტო შემადგენლობაში მყოფმა ფეხბურთელებმა მაქსიმუმი უნდა გაიღონ, რომ ერთობლივი ძალებით შედეგის მიღწევა მოხდეს.“
„გერმანიაში დაშვებული შეცდომები გავაანალიზეთ და დასკვნები გამოვიტანეთ. იგივე პრობლემა ბერნაბეუზე არ უნდა შეიქმნას, ღრმად გვწამს, რომ მოედანზე მობრძანებული გულშემატკივარი კმაყოფილი დარჩება.“
„გასახდელში შესანიშნავი ატმოსფეროა, ფეხბურთელები ერთმანეთს კარგად უგებენ და ცდილობენ განწყობა აიმაღლონ. ვაცნობიერებთ, რომ 2 ბურთიანი სხვაობა საკმაოდ რთულად აღმოფხვრადია, მაგრამ 90 წუთში ამოცანის შესრულება და პრობლემების გადაჭრა რეალურად გვეჩვენება.“
„გუნდი ბოლომდე იბრძოლებს წარმატებისთვის, ჩვენ გვსურს 1/2 ფინალში თამაში.“
- 11 აპრილი 2016
- 5 853
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.