ზიდანი „ვოლფსბურგთან“ სუპერ-შემტევი ფეხბურთელებით ითამაშებს
მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელი, ზინედინ ზიდანი აპირებს, რომ „მგლების“ წინააღმდეგ სუპერ შემტევი გუნდი გამოიყვანოს...
გავრცელებული ინფორმაციით, BBC საქმეში აუცილებლად იქნება. გარდა ამისა, ზიზუ აპირებს, რომ საქმეში ხამეს როდრიგესი ან ისკო ჩართოს.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ წინ ითამაშებს ლუკა მოდრიჩიც, სუფთა ჩამშლელი კი კაზემირო იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ტონი კროოსს შესაძლოა დასვენება მოუწიოს.
ფლაგებზე კარვახალი და მარსელო განთავსდებიან, რომლებიც მაქსიმალურად ეცდებიან მეტოქე ფეხბურთელების შეწუხებას.
ხამეს როდრიგესი ან ისკო კარიმ ბენზემას უკან ითამაშებს, მას კი ზურგს მოდრიჩი გაუმაგრებს.
სქემა სავარაუდოდ 4-1-2-3 იქნება.
დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას.
- 11 აპრილი 2016
- 7 646
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.