"რეალი" ისტორიული ფაქტის წინაშეა
"სამეფო კლუბს" უდიდესი შანსი აქვს, ისტორია კიდევ ერთხელ ჩაასწოროს "ოქროს ასოებით."
როგორც მოგეხსენებათ, დღეს მადრიდის "რეალმა" "ეიბარი" 4-0 დაამარცხა, ამის შემდეგ "ლოს ბლანკოსს" 93 გოლიანი ნიშნული გაუხდა შიდა ჩემპიონატში, მადრიდულ გრანდს შანსი აქვს 100 გოლიან ნიშნულს მიაღწიოს, რაც ისტორიული იქნება, ვინაიდან რადგანაც, "სმეფო კლუბი" იქნება ერთადერთი კლუბი ფეხბურთის ისტორიაში, რომელიც ზედიზედ მე-7 სეზონია, შიდა ჩემპიონატში 100 ან მეტ გოლს იტანს.
ყოველივე ამაში, უდიდესი წვლილი მიუძღვის კრიშტიანუ რონალდუს, რომელმაც 30 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა მიითვალა, მან მიმდინარე სეზონში კლუბს 41 გოლი გაატანინა. მას მოჰყვებიან ბენზემა (21 გოლით) და ბეილი (15).
ამჟამად "რეალი" ლიდერია "ლა ლიგაში" გატანილი გოლების რაოდენობით, "თეთრების" ანგარიშზე 93 გოლია, მათ მოჰყვება ბარსა (87 გოლით) და ატლეტიკო (51).
ასევე აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში, "რეალი" საუკეთესოა გოლების გატანის მხრივ, ევროპის 5 წამყვან ჩემპიონატში მონაწილე გუნდებს შორის.
ინფორმაციის წყარო: Defensacentral.com
- 9 აპრილი 2016
- 8 214
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.