„ჩელსის“ 2 ფეხბურთელი მადრიდის „რეალში“?
ინგლისურ გამოცემებზე დაყრდნობით, ლონდონელთა ახალი მწვრთნელი, ანტონიო კონტე, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ძირეულ ცვლილებებს გეგმავს...
წლევანდელი წარუმატებლობის შემდეგ, „არისტოკრატები“ მომდევნო სეზონში რეაბილიტაციას აპირებენ. ახალ პროექტს სათავეში იტალიელი სპეციალისტი ჩაუდგა, რომელიც რამდენიმე ფეხბურთელს დაიმატებს, ზოგს კი გაუშვებს.
The Sun-ზე დაყრდნობით, ლონდონელთა ორი ფეხბურთელი, ტიბო კურტუა და ედენ აზარი შესაძლოა, ესპანეთის დედაქალაქში აღმოჩნდნენ.
მადრიდელთა პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი საკმაოდ დიდი თანხის დახარჯვას აპირებს, აქედან გამომდინარე, „ლურჯების“ დაყოლიება რთული არ უნდა იყოს, ვინაიდან ისინი ცვლილებების მოლოდინში არიან.
- 8 აპრილი 2016
- 6 059
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.