პერესი მოურინიოს არ ეშვება
ინგლისური გამოცემების ინფორმაციით, ლუის ვან გაალის გაშვების საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნა და დიდია შანსი იმისა, რომ „მანჩესტერი“ მომდევნო სეზონშიც ჰოლანდიელმა სპეციალისტმა გაწვრთნას...
The Sun-ის ინფორმაციით, ჟოზე მოურინიოს ინგლისში დანიშვნის საკითხი გაურკვეველი დროით გადაიდო, რაც იმას ნიშნავს, რომ „რეალს“ ხელ-ფეხი გაეხსნა.
ამავე წყაროზე დაყრდნობით, მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ პორტუგალიელი სპეციალისტი ესპანეთის დედაქალაქში დაბრუნდეს.
გუშინდელი შეხვედრის შემდეგ, ზიზუს მომავალი კვლავ ეჭვქვეშ დადგა. ფრანგ სპეციალისტს გუნდის არასათანადო მომზადებაში „ადანაშაულებენ“, აქ განწყობის თეორიამ დიდი როლი ითამაშა.
ვნახოთ გახდება თუ არა ჟოზე „დედაქალაქელი“.
- 7 აპრილი 2016
- 4 404
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.