რონალდუმ სუარესს 3 ბურთით გაუსწრო
„ელ კლასიკოში“ მადრიდისტებმა დიდი სიხარული მიიღეს, მაგრამ ძალიან ბევრ ქომაგს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი დაავიწყდა...
კრიშტიანო რონალდუმ გამარჯვების გოლის გატანა შეძლო, ამასთაავე ეს იყო მისთვის 250-ე გამარჯვება „ბლანკოსის“ რიგებში, მაგრამ ყველას დაავიწყდა, რომ პორტუგალიელი ფეხბურთელი ლა ლიგის ბომბარდირთა დავას ლიდერობს.
ლუის სუარესმა გუშინ გატანა ვერ მოახერხა, სამაგიეროდ გაიტანა „რეალის“ ლიდერმა და „პიჩიჩისთვის“ ბრძოლაში კიდევ უფრო წინ გაიჭრა.
31 ტურის თავზე რონალდუს ანგარიშზე 29 გოლია, ის უკვე 3 გოლით უსწრებს ურუგვაელ სუარესს.
- 3 აპრილი 2016
- 6 656
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.