ბეილი:„ეს არ იყო მხოლოდ 3 ქულა“
გარეთ ბეილი „ელ კლასიკოში“ ერთ-ერთი საუკეთესო იყო. უელსელმა განვლილი შეხვედრა შეაფასა...
„საკუთარ თავს შანსი მივეცით. „ბარსელონას“ დამარცხებით სხვაობა 7 ქულამდე შემცირდა, წინ კი 7 ტურია, სადაც შეიძლება ყველაფერი მოხდეს. ჩვენი შანსი მნიშვნელოვნად გაიზარდა, ამიტომ ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ. „რეალს“ ჩემპიონობის შანსი აქვს.“
„არბიტრის გადაწყვეტილება ყოვლად გაუგებარი იყო. გოლი გავიტანე, მაგრამ რა უნდა ერნანდესს არ ვიცი.“
„ვიცოდით, რომ შეხვედრა კონტრ-შეტევებზე უნდა აგვეგო, მაქსიმალურად ვეცადეთ, ზიზუს დავალებები შეგვესრულებინა.“
„ეს იყო დიდი გამარჯვება, დარწმუნებული ვარ, ქომაგებმა განსაკუთრებული სიამოვნება მიიღეს, ისინი ყველაფერი იმსახურებენ.“
- 3 აპრილი 2016
- 4 749
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.