ლუის ენრიკე: "სამეფო კლუბის დამარცხებაზე სასიამოვნო არაფერია"
კატალონიის "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა "ელ კლასიკოს" დაწყებამდე ბოლო კომენტარი გააკეთა.
"გუნდს მოტივაცია ნამდვილად არ აკლია, ჩვენ ხომ მადრიდის "რეალს" ვუპირისპირდებით და ამით ყველაფერია ნათქვამი. ჩემი ფეხბურთელები სრულ მზადყოფნაში არიან. მათ ფიზიკური კონდიციები ბოლომდე აღიდგინეს და მატჩისთვის ემზადებიან. რაც შეეხება MSN-ს (მესი, სუარესი, ნეიმარი), ტრიოს არანაირი პრობლემა არ გააჩნია, ისინი ისევე მაღალ დონეზე არიან შეთამაშებულნი, როგორც ეს აქამდე იყო."
"თითოეული კატალონიელისთვის ბევრს ნიშნავს მადრიდის "რეალთან" დაპირისპირება. "თეთრები" ჩვენი მთავარი მტრები არიან, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ამ ეტაპზე სატურნირე ცხრილის მესამე ადგილზე იმყოფებიან."
"უკვე ჩამოყალიბებული მაქვს სათამაშო ტაქტიკა. "ბლანკოსის" სქემები კარგად შევისწავლე, ვუყურე მათ ბოლო შეხვედრებს და შევეცდები მეტოქის დამარცხებას. აღსანიშნავია, რომ ზიდანმა გუნდი გააძლიერა და დადებითი ენერგიით დამუხტა."
"მატჩი ძალიან საინტერესო, რთული და დაძაბული იქნება. "რეალის" დამარცხებაზე სასიამოვნო არაფერია და ჩვენ ვეცდებით ეს გრძნობა კიდევ ერთხელ გამოვცადოთ."
Bernabudigital.com
- 2 აპრილი 2016
- 6 319
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.