ანჩელოტიმ „ბარსელონას“ და „რეალის“ ფეხბურთელები შეადარა
კარლო ანჩელოტის „ელ კლასიკოს“ წინ ფეხბურთელების შედარება სთხოვეს...
Bravo - Keylor Navas | X
ბრავოსა და ნავასის შედარება არ შემიძლია. ვთვლი, რომ ამ ფეხბურთელებს თანაბარი შესაძლებლობები აქვთ, მაგრამ კოსტარიკელი უფრო მეტ საქმეს აკეთებს, ვინაიდან „რეალს“ უფრო ხშირად უტევენ.
Dani Alves - Carvajal | X
ასევე შეუძლებელია დანიელ ალვეშისა და დანიელ კარვახალის შედარება. ორივე მოთამაშე შესანიშნავია, როგორც ფლანგურ გარღვევებში, ასევე დაცვაში.
Piqué - Pepe | 1
პიკესა და პეპეს შორის არჩევანს ესპანელზე გავაკეთებდი, ვინაიდან ის გაცილებით სტაბილურია და გაცილებით მეტ შეხვედრაში იღებს მონაწილეობას, ვიდრე პორტუგალიელი. ამასთანავე უნდა აღინიშნოს, კეპლერის ბრძოლუსინარიანობა და და სიჩქარე.
Mascherano - Sergio Ramos | 2
სერხიო რამოსი შესანიშნავი ფეხბურთელია, იგივეს თქმა შემიძლია მასკერანოზეც. არგენტინელმა კარიერა ნახევარმცველის რანგში დაიწყო, მაგრამ ფაქტია, რომ ცენტრალური მცველის პოზიციას ბრწყინვალედ მოერგო. ჩემთვის სერხიო ერთ-ერთი საუკეთესოა, ამიტომ მისკენ გადავიხრები.
Jordi Alba - Marcelo | 2
ორივე ფეხბურთელი დიდ როლს თამაშობს, მაგრამ ჩემი აზრით, მარსელო გაცილებით უფრო მეტ საქმეს აკეთებს „ბლანკოსში“, ვიდრე ალბა კატალონიაში.
Busquets - Casemiro | 1
ამ ფეხბურთელების შედარებაზე საუბარი ზედმეტია. ბუსკეტსი სრულყოფილების განსახიერებაა, კაზემირო კი კარიერას მხოლოდ ახლა იწყებს. ბრაზილიელს დიდი მომავალი აქვს, მაგრამ დღესდღეობით სერხიოს ვერც კი შეედრება.
Rakitic - Kroos | 1
ამ შემთხვევაშიც ბარსელონელისკენ უნდა გადავიხარო. ივანმა „ბარსელონაში“ საოცარი თვისებები გამოავლინა, კროოსი კი მადრიდში ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ არა ისეთივე, როგორიც ხორვატი.
Iniesta - Modric | X
ორივე მოთამაშე უდიდეს კლასს აჩვენებს, აქედან გამომდინარე საუკეთესოს გამოვლენა გამიჭირდება, ამიტომ ვერცერთ ვერ ავირჩევ.
Neymar - Bale | 1
ბეილისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად უნდა ვთქვა, რომ წელს ნეიმარი გაცილებით უფრო ეფექტურია, ვიდრე უელსელი. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა საოცრებები ჩაიდინა და ვთვლი, რომ ეს კიდევ არ არის კარიერის პიკი. გარეთმა ტრავმების გამო ბევრი შეხვედრა გამოტოვა, რის გამოც ვერ მოახერხა იმ ფუნქციათა შესრულება, რომელიც ევალებოდა.
Luis Suárez - Benzema | X
ორივე ფორვარდს სხვა პოზიაზეც შეუძლიათ თამაში, ორივე მობილურია და ბევრს მუშაობს, არჩევანის გაკეთება ამ შემთხვევაში გამიჭირდება.
Lionel Messi - Ronaldo | X
ახლა ჩვენ ვსაუბრობთ მსოფლიოს ორ საუკეთესო ფეხბურთელზე, რომელთა შორისაც ვერცერთს ვერ ავირჩევ.
გამოდის, რომ კარლიტომ 5 ფეხბურთელის არჩევა ვერ მოახერხა და მათ თანაბარი ძალის მოთამაშეები უწოდა. იტალიელმა 4 კატალონიელს მიანიჭა უპირატესობა, ხოლო მადრიდიდან მხოლოდ 2 ფეხბურთელი დაასახელა ვიზავიზე უკეთესად.
- 1 აპრილი 2016
- 8 174
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.