არბელოა მადრიდის რეალში?
შესაძლოა მომდევნო კვირას მადრიდის რეალმა თავის რიგებში გადმოიყვანოს ალვარო არბელოა, რომელიც ამჟამად ლივერპულის შემადგენლობაში ირიცხება.
როგორც გამომცემლობა The Sun-ი იუწყება , ალვარო არბელოა შესაძლოა მშობლიურ ესპანეთში დაბრუნდეს მიახლოებით 5 მლნ. ევროს სანაცვლოდ. მადრიდის რეალის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა არაერთხელ დაადასტურეს საკუთარი ინტერესი ყოფილი ლა კორუნიის დეპორტივოს მცველის მიმართ. ბლანკოსების სპორტულმა დირექტორმა, ხორხე ვალდანომ განაცხადა:
"არბელოა ჩვენი გეგმის უმნიშვნელოვანესი ნაწილია."
ამ განცხადებიდან არ იყო დიდი დრო გასული, როცა პარდესამ განაცხადა:
"როგორც ჩვენთვის ცნობილია, ლივერპულს არ სურს მისი გაშვება, მიუხედავად იმისა, რომ მისი კონტრაქტი მხოლოდ ერთი წლის შემდეგ იწურება, მაგრამ როგორც ვიცით სატრანსფერო ბაზრის დახურვამდე ჯერ კიდევ ერთი თვეა დარჩენილი და ამიტომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს. მე კიდე არ ვაპირებ ვუარყო, რომ ჩვენ ძალიან გვინდა არბელოას ყიდვა."
ამავდროულად არბელოას აგენტმა განაცხადა:
"მადრიდის რეალთან მოლაპარაკებები ჯერ არ დამთავრებულა და ჩემი აზრით, ყველაფერი მომდევნო კვირას გადაწყდება."
რაც შეეხება ლივერპულს , მან შეიძლება ითქვას , მოახერხა და ოპერატიულად იპოვა არბელოას წასვლის შემთხვევაში მისი შემცვლელის კანდიდატურა გლენ ჯონსონის სახით.

წყარო: goal.com
- 25 ივლისი 2009
- 4 018
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.