ვასკესი:„ვნერვიულობ, მაგრამ დიდი მოტივაცია მაქვს“
ლუკას ვასკესმა „ბარსელონასთან“ მოახლოვებულ შეხვედრაზე ისაუბრა...
„ძალიან ვნერვიულობ, მაგრამ ვიცი, რომ ამ მატჩს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ ბოლომდე დავიხარჯები.“
„თუ გავიმარჯვებთ, სხვაობა 7 ქულა გახდება, რაც საშუალებას მოგვცემს ბოლომდე ვიბრძოლოთ. ფეხბურთელები მოტივაციით სავსენი არიან.“
„შურისძიება გვსურს, ვინაიდან წინა შეხვედრაში ძალიან ცუდი ანგარიში დაფიქსირდა.“
„კატალონიელების ნამდვილად არ გვეშინია, უბრალოდ მათ აღვიქვამთ, როგორც უძლიერეს მეტოქეს. მათ დიდებული წინა ხაზი ჰყავთ, მაგრამ ჩვენ BBC-ს იმედზე ვართ.“
„„ელ კლასიკო“ ყოველთვის მაღალი ინტენსივობითა და დიდი ინტრიგით გამოირჩევა.“
„ეროვნულ ნაკრებში თამაში ჩემი ოცნებაა. იმედი მაქვს, მოვა დრო, როდესაც „ფურია როხას“-ს დავჭირდები.“
„ხამეს როდრიგესი შესანიშნავ ფორმაშია, მან ეროვნულ ნაკრებში ბრწყინვალე შთაბეჭდილება დატოვა. იგივე თქმა შემიძლია კეილორ ნავასზეც, რომელიც მოწოდების სიმაღლეზე დგას.“
- 1 აპრილი 2016
- 3 279
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.