რამოსი:„შურისძიების დროა, „ბარსელონა“ უნდა დავამარცხოთ“
სერხიო რამოსმა მადრიდის „რეალის“ ოფიციალურ ვებ-გვერდთან ინტერვიუ ჩაწერა...
„მას შემდეგ, რაც სანტიაგო ბერნაბეუზე „ელ კლასიკო“ 0-4 წავაგეთ, ძალიან ცუდი განწყობა გვქონდა და ის მატჩი დიდხანს არ იშლებოდა ჩვენი მეხსიერებიდან, რაც მომდევნო შეხვედრებზე უარყოფითად ისახებოდა. ახლა ბრწყინვალე შანსია იმისა, რომ შური ვიძიოთ და „ბარსელონა“ დავამარცხოთ, ბოლომდე ბრძოლა და „ნოუ კამპზე“ წარმატების მიღწევა შეგვიძლია.“
„ეს ფეხბურთია, სადაც შეიძლება ყველაფერი მოხდეს, მაგრამ ღრმად ვართ დარწმუნებულები, რომ შემართებითა და ერთიანი ბრძოლით წარმატების მიღწევა შეიძლება. გუნდური სულისკვეთება უმთავრესია, ჩვენ მზად ვართ „ნოუ კამპზე“ წარმატების მისაღწევად. გუნდს კარგი განწყობა აქვს, დადებითი მუხტი მივიღეთ და საკუთარ შესაძლებლობებში დავწმუნდით.“
„ეს არის შეხვედრა, სადაც პროგნოზირება ურთულესია. ზოგადად, „ელ კლასიკოში“ იგებს გუნდი, რომელიც ნაკლებ შეცდომას უშვებს და მომენტებს იყენებს. მოედანზე საოცარი დაძაბულობა და ინტრიგა სუფევს.“
„ყველას დიდ მადლობას ვუხდი, ვინც დაბადების დღე მომილოცა. მართლაც განსაკუთრებული დღე იყო. მიხარია, რომ ამდენ ადამიანს ვუყვარვარ და ამხელა პატივისცემას ვიმსახურებ. თანაგუნდელები მხარში მიდგანან.“
„მცირე დაზიანება მივიღე, რამაც დამატებითი პრობლემები შემექმნა. ყველაფერს გავაკეთებ და ბოლომდე დავიხარჯები იმისათვის, რომ „ელ კლასიკოში“ 100%-ით მზად ვიყო და გუნდის დახმარება შევძლო.“
„გამორჩეული დაბადების დღე იყო. ძალიან გამიხარდება თანაგუნდელების მიერ მოძღვილი სადღესასწაულო სიმღერის მოსმენა, ასევე ჩემი ოფიციალური ვებ-გვერდის ინტერნეტ სივრცეში გაშვება. იმედი მაქვს, 30 წლის ასაკში რამდენიმე ტიტულს დავეუფლები.“
- 31 მარტი 2016
- 6 199
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.