70 მილიონი ევრო ობემიანგისთვის

ინგლისურ გამოცემებზე დაყრდნობით, მადრიდის „რეალი„ ობემიანგის არ ივიწყებს და „გეგმა ბ“-დ განიხილავს...

რობერტ ლევანდოვკისთან მოლაპარაკებები ჩიხში შედის. დღეს პოლონელი ფეხბურთელის აგენტმა განაცხადა, რომ მიუნხენის „ბაიერნთან“ მოლაპარაკებები წარმატებით სრულდება და ახალ კონტრაქტს სულ მალე მოეწერება ხელი.

„ბლანკოსის“ მესვეურებს მიუნხენელი წინახაზელის შეძენის იმედი ჯერ არ დაუკარგავთ, მაგრამ სხვა ვარიანტებსაც განიხილავენ.

ობემიანგი არის ფეხბურთელი, რომლებიც შედეგების მხრივ, არაფრით ჩამოუვარდება ლევანდოვსკის, თანაც ორივე ბუნდესლიგაში თამაშობს.

გავრცელებული ინფორმაციით, ფლორენტინო პერესმა დორტმუნდელი ფორვარდისთვის 70 მილიონი ევრო გადადო, თუმცა მეორე წინადადებაც არსებობს, რომლის მიხედვითაც, „ბლანკოსი“ მზად იქნება ალვარო მორატა გერმანიაში გაუშვას და „კანტერანოს“ გარკვეული თანხა დაამატოს, სანაცვლოდ კი ობემიანგი მიიღოს.

„მერენგებს“ მორატას „იუვედან“ გამოსყიდვა 35 მილიონი ევრო დაუჯდებათ.

დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას.

  • Hala
  • 31 მარტი 2016
  • 3 681
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)