რამოსი 30 წლის ასაკში 41183 წუთს უყრის თავს
30 მარტი სერხიო რამოსისთვის მნიშვნელოვანი თარიღია, ვინაიდან მას 30 წელი შეუსრულდა...
ოქროს დაბადების დღე ალბათ ყველა ადამიანისთვის განსაკუთრებულია, ასე გამოდგა სერხიო რამოსისთვისაც, რომელმაც ამ დღეს ოფიციალურ ვებ-გვერდი გახსნა, ასევე უამრავი მილოცვა მიიღო.
ამასთანავე აღსანიშნავია, რომ სტატისტიკოები მისი მონაგარით დაინტერესდნენ.
სერხიომ სადებიუტო შეხვედრა 17 წლის ასაკში, „სევილიას“ მთავარ გუნდში ჩაატარა, მას შემდეგ 13 წელიწადი გავიდა და ის მადრიდის „რეალის“ კაპიტანია.
აღსანიშნავია, რომ 30 წლის თავზე რამოსს 856 მატჩი და 41183 წუთი დაუგრვოდა, ამ ხნის მანძილზე „ბლანკოსის“ უკანახაზელმა 56-ჯერ შეარხია მეტოქის კარის ბადე.
- 31 მარტი 2016
- 4 435
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.