ბეილი:„ბარსელონელთა“ დასამარცხებლად მივდივართ“
გარეთ ბეილმა „ელ კლასიკოს“ წინ პრესკონფერენცია გამართა...
„ლა ლიგაში შანსი მინიმალურია. დღეის მდგომარეობით, პირველადგილოსანთან სხვაობა 10 ქულას შეადგენს, მაგრამ კატალონიაში გამარჯვების შემთხვევაში, ჰანდიკაპი 7 ქულამდე დაიწევს, რაც საშუალებას მოგვცემს სიტუაცია უფრო დავძაბოთ და ბოლომდე ვიბრძოლოთ. არ ვაპირებთ დანებებას და ვთვლით, რომ ბრძოლა იქამდეა საჭირო, სანამ შანსი არსებობს.“
„ვფიქრობ, რომ ამ სეზონში გაცილებით უფრო უკეთესად და პროდუქტიულად გამოვიყურები, ვიდრე წინა სეზონში, როდესაც ვერ ვახერხებდი შესაძლებლობების წარმოჩენას. მიმდინარე წელს ყველაფერი კარგად მიდის.“
„შეტევების ნებისმიერ ფლანგზე შემიძლია თამაში, ასევე კომფორტულად ვარ ცენტრალურ პოზიციებზე. ზოგადად, მიყვარს, როდესაც თავისუფლებას მაძლევენ და კონკრეტული დავალებისგან თავს იკავებენ.“
„ნოუ კამპზე მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდის, იოჰამ კრუიფის ხსოვნას პატივს მივაგებთ, შემდეგ კი ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ადგილობრივი გულშემატკივარი გავანაწყენოთ. ჩვენ შეგვიძლია „ბარსელონას“ დამარცხება და ამისთვის ყველაფერს გავიღებთ.“
„ესპანურად საუბარი აღარ მიჭირს, რაც მნიშვნელოვანია.“
„ტრავმამდე გაცილებით უკეთეს ფორმაში ვიყავი და გოლების გატანასაც ვახერხებდი. ახლა ყველაფერმა ჩაიარა, რეაბილიტაცია გავიარე და „სევილიასთან“ შეხვედრაში მონაწილეობა მივიღე. სანაკრებო ბატალიების დროს მადრიდში დავრჩი და ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებაზე ვზრუნავდი.“
„ზიზუ ბევრ რჩევას გვაძლევს. ფრანგ სპეციალისტს სურს, რომ იქ ვითამაშო, სადაც გუნდს სჭირდება. როდესაც გვიტევენ, დაცვის დახმარება აუცილებელია, როდესაც პირიქთ ხდება, წინა ხაზს ვეხმარები.“
„ვფიქრობ, კიდევ შემიძლია პროგრესის ჩვენება, ეს არ არის ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი.“
„მადრიდის „რეალს“ ერთ-ერთი საუკეთესო შემტევი ტრიო ჰყავს. ჩვენ ერთმანეთს კარგად ვუგებთ და უკვე დიდი ხანია შევთამაშდით. მე არ ვარ შემფასებელი და ვერ გეტყვით BBC არის თუ არა საუკეთესო, ჩემი მოვალეობა გუნდის დახმარებაა.“
„ლუის ენრიკეს გუნდს საოცარი შეტევითი პოტენციალი ჰყავს. მესი, სუარესი და ნეიმარი დიდ წარმოდგენებს დგამენ.“
„ზიდანის ყვირილი? ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. როდესაც გუნდი, ან კონკრეტული ფეხბურთელი ვერ თამაშობს, მწვრთნელი ყოველთვის ყვირის და მითითებებს აძლევს შეგირდს. როგორ წარმოგიდგენიათ, ჩუმად გააგებინებ ვინმეს რამეს, როდესაც მოედანზე ამდენი ხალხია? ვიმედოვნებ, მოვა დრო, როდესაც ფრანგის რჩევა საერთოდ არ დაგვჭირდება და ყველაფერს 100%-ით შევასრულებთ.“
„ესპანეთში ბედნიერი ვარ. ეს ქვეყანა ინგლისისგან ბევრად განსხვავდება, თუმცა ადაპტაცია სრულად გავიარე. მოქმედი კონტრაქტი 2019 წლამდე მაქვს, ამიტომ მშვიდად ვარ და მჯერა, რომ „ბლანკოსთან“ ერთად ბევრ ტიტულს მოვიგებ.“
„გარი ნევილის „ვალენსიური“ ცხოვრების შესახებ ბევრს ვერაფერს გეტყვით. ერთადერთი ის ვიცი, რომ ინგლისური და ესპანური ხედვები განსხვავებულია.“
„სერხიო რამოსს დაბადების დღე მივულოცეთ და წარმატება ვუსურვებ. ჩვენ გვქონდა ტორტი და ასევე მისალოცი სიმღერა. სერხიო აღმაფრთოვანებელი კაპიტანია.“
„კარიმ ბენზემამ ტრავმა მოიშუშა და ჩვენთან ერთად ირჯება. „ელ კლასიკოში“ „ცხრიანის“ ფაქტორი დიდ როლს ითამაშებს.“
„ოქროს ბურთი? ამ ჯილდოს ყველა ფეხბურთელი ინატრებდა, მაგრამ ამ ეტაპზე არ ვთვლი, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ვარ. ახლა გუნდური ინტერესებით უფრო ვმსჯელობ და „რეალის“ წარმატებაზე ფიქრით ვიძინებ და ვიღვიძებ.“
„მეგობრებთან და თანაგუნდელებთან ესპანურად ვსაუბრობ, მაგრამ ტელევიზიასა და პრესაში ინგლისურად საუბარს ვანიჭებ უპირატესობას.“
„ჩვენ უნდა გამოვიყენოთ კატალონიური კლუბის სისუსტეები და „ნოუ კამპზე“ გავიმარჯვოთ. მიზანი მხოლოდ გამარჯვებაა, ბარსელონაში მოსაგებად მივდივართ.“
„მომავლის იმედით ვცხოვრობ და ეჭვი არ მეპარება, რომ გაცილებით უკეთეს შედეგს მივიღებ, ვიდრე ახლა მაქვს.“
- 30 მარტი 2016
- 6 984
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.