„რეალმა“ 190 მილიონი ევრო გამოყო
მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი სრულ გადატრიალებას გეგმავს. ამაში ყველა დარწმუნებულია, ვინაიდან ზაფხულის შემდეგ სატრანსფერო ბანი ამოქმედდება...
ესპანურ მედიაზე დაყრდნობით, მადრიდის „რეალმა“ თანხა უკვე გამოყო და ზაფხულში ნეიმართან დაკავშირებით „ბარსელონას“ 190 მილიონიანი წინადადებით მიმართავს.
ასევე ცნობილია, რომ ტრანსფერის გაჩარხვის შემთხვევაში, ნეიმარი განსაკუთრებული სახელფასო პირობებით ისარგებლებს. საუბარია წლიურ 21 მილიონ ევროზე.
ხელშეკრულება 6 წლიანი იქნება.
ამასთანავე ვრცელდება ინფორმაცია, რომ შეთანხმების შემთხვევაში, ნეიმარის საგადასახადო დავალიანების 55% მადრიდის „რეალის“ ბიუჯეტიდან იქნება დაფარული, რაც საკმაოდ დიდი თანხაა.
როგორც სჩანს, მადრიდული გიგანტი საკმაოდ მიმზიდველ წინადადებას ამზადებს, რომელიც როგორც ნეის, ასევე „ბარსელონას“ სერიოზულად დააფიქრებს.
- 30 მარტი 2016
- 7 031
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.