გუნდმა კვირის პირველი ვარჯიში გამართა
ზინედინ ზიდანის ფეხბურთელები „ელ კლასიკოსთვის“ განსაკუთრებულად ემზადებიან. ფრანგი სპეციალისტის გუნდმა დღეს, კვირის პირველი ვარჯიში გამართა...
აღსანიშნავია, რომ წინა კვირას ბრაზილიელი კაზემირო მხოლოდ ფიზ.მომზადების დარბაზში ირჯებოდა და კუნთების გაძლიერებაზე აკეთებდა აქცენტს. დღეს კაზე კოლექტივს შეუერთდა და სრული დატვირთვა მიიღო.
ზიზუმ „კასტილიიდან“ მხოლოდ მარკოს ლორენტეს უხმო.
სერხიო რამოსი ვარჯიშს ვერ ახერხებს. კაპიტანი დახურულ კარს მიღმა ირჯებოდა, მისი თამაში „ელ კლასიკოში“ საეჭვოა.
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ლუკა მოდრიჩი, მატეო კოვაჩიჩი, ისკო ალარკონი და ნაჩო გუნდში დაბრუნდნენ, მაგრამ მთავარმა მწვრთნელმა მათი დასვენება გადაწყვიტა.
- 28 მარტი 2016
- 3 616
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.