„ელ კლასიკო“ რონალდუს და სერხიო რამოსის გარეშე?
„ელ კლასიკომ“ მთელი მსოფლიო უკვე მოიცვა. ეს კვირა ძალიან დაძაბული იქნება, ვინაიდან სუპერ დაპირისპირებამდე სულ ცოტა დრო რჩება...
მოგეხსენებათ, სერხიო რამოსი 100%-ით მზად არ არის და მისი თამაში ეჭვქვეშ დგას.
დღეს გავრცელებული ინფორმაციით, წელის ტკივილები აქვს კრიშტიანო რონალდუსაც, რომელსაც ბულგარელებთან თამაში გამაყუჩებლის მეშვეობით მოუწია.
მადრიდში აჟიოტაჟის საფუძველი არ აქვთ, მაგრამ თითოეული მადრიდისტა ამ საკითხზე ძალიან ნერვიულობს, რადგან „ელ კლასიკო“ რონალდუსა და სერხიო რამოსის გარეშე წარმოუდგენლად რთული იქნება.
- 28 მარტი 2016
- 6 958
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.