ზიდანი მთელ ფსონს ნახევარდაცვაზე ჩამოდის
ზიდანი "ელ კლასიკოსთვის" განსაკუთრებით ემზადება.
ფრანგი სპეციალისტი 2 აპრილს გასამართ დაპირისპირებას ყველაზე დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება. ზიზუ ფიქრობს, რომ ნოუ კამპზე "ბარსელონას" დამარცხება მხოლოდ ძლიერი ნახევარდაცვით შეიძლება.
მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა გადაწყვიტა სასტარტო შემადგენლობაში გამოიყვანოს ბრაზილიელი კაზემირო, რომელმაც მაღალ დონეზე ითამაშა ბოლო პერიოდში და ზიდანის მდობა სრულად მოიპოვა. მოედნის შუაგულში კაზემიროს კროოსი და მოდრიჩი დაეხმარებიან. რაც შეეხება ისკოს და ხამესს მათ თადარიგში დარჩენა და მოცდა მოუწევთ.
Bernabeudigital.com
- 26 მარტი 2016
- 4 743
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.