”ტოტენჰემს” დიარა მოუნდა
მადრიდის ”რეალის” ნახევარმცველით მაჰამდუ დიარათი, დაინტერესდა ინგლისური კლუბი ”ტოტენჰემი”, ლონდონელები მადრიდის რეალს 15 მილიონ ევროს, ხოლო ფეხბურთელს 3 წლიან კონტრაქტს სთავაზობენ.
მალელის აგენტსა და ”ტოტენჰემის” ხელმძღვანელობას შორის, უკვე მიდის მოლაპარაკებები. შეგახსენებთ, რომ მაჰამდუ დიარა ახლახანს დაბრუნდა აფრიკის თასის გათამაშებიდან, რადგან მისი გუნდი ტურნირს გამოეთიშა.
ინგლისური კლუბის ხელმძღვანელობა არ მალავს, რომ სურს მალელი ნახევარმცველის შეძენა, რადგან მას სასწრაფოდ ესაჭიროება ჩამშლელი ნახევარმცველი. მალელი ნახევარმცველი ”ბლანკოსის” ძირითადი ფეხბურთელი არ არის, რის გამოც მას სურს კლუბის გამოცვლა ან ”რეალის” სასტარტოში თამაში.
ინფორმაციის წყარო:tribalfootball.com
სტატიის ავტორი:buxu
- 23 იანვარი 2010
- 1 789
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.