„რეალმა“ ერთი ტრანსფერის გაჩარხვა ოფიციალურად გადაწყვიტა
მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელობა უკვე მივიდა იმ გადაწყვეტილებამდე, რომ „ვოლფსბუგის“ განაპირა მცველი, რიკარდო როდრიგესი მომდევნო სეზონიდან ესპანეთში ითამაშებს...
პერესი მარსელოს შემცვლელს ეძებს. შვეიცარიელი როდრიგესი „ბლანკოსის“ რადარზე ჯერ კიდევ ჟოზე მოურინიოს მმართველობის დროს გამოჩნდა, მაგრამ მაშინ გუნდში ფაბიო კოენტრაუ იყო, ამიტომ დედაქალაქელებმა მოლაპარაკებებისგან თავი შეიკავეს.
ჯერ-ჯერობით არ ვრცელდება ფეხბურთელის ფასი, მაგრამ „ბლანკოსის“ მესვეურებს დაახლოებით 20 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ.
აღსანიშნავია, რომ რიკარდო სულ ცოტა ხანში „ბერნაბეუზე“ მოწინააღმდეგის როლში ითამაშებს.
- 24 მარტი 2016
- 6 479
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.