5 ვუნდერკინდი მადრიდში
ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა, მაგრამ როგორც გავლენიანი ესპანური ჟურნალ–გაზეთები ამბობენ–სერხიო კანალესი მადრიდისტაა. ესპანელი ვუნდერკინდი სანტანდერის "რასინგიდან" იქნა გადმოყვანილი 6 მილიონ ევროდ. როცა ეს მოთამაშე 18 წლის შეიქმნება, იგი სამეფო კლუბის ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად იქცევა.–აცხადებენ ცნობილი ესპანელი საფეხბურთო ექსპერტები. კანალესი მადრიდული გრანდის ამომავალი ვარსკვლავია.
მადრიდის "რეალის" ფანებს დღეიდანვე შეუძლიათ იზეიმონ, რადგან მათ გუნდს დიდი მომავალი აქვს. სამეფო კლუბში ოთხი ისეთი ახალგაზრდა ასპარეზობს, რომლებიც რონალდოს, კაკას და მესის დონისა შეიქმნებიან. "ბლანკოსის" ახალგაზრდულ აკადემიაში სერხიო კანალესი, პაბლო სარაბია, ალექს ფერნანდესი და მორატა რუბენ ალვარო სობრინო ირიცხებიან. ფლორენტინო პერესს და მის თანამებრძოლ გუნდს ოდესმე ყველა დიდ მადლობას გადაუხდის, რადგან მათ გუნდში კანალესი გადმოიყვანეს, როგორც საფეხბურთო ექსპერტები აცხადებენ, ეს ესპანელი მალე მთელს მსოფლიოს შეძრავს–მადრიდის "რეალის" მაისურში გამოწყობილი.
როგორც იქნა სამეფო გუნდის ხელმძღვანელობამაც დაიწყო საკუთარი აღზრდილების გამოყენება, იმედია მომავალში აღარ დასჭირდებათ უამრავი ფულის დახარჯვა კარგი მოთამაშეების შესაძენად, რადგან თვითონ მადრიდში უმაღლესი კლასის ფეხბურთელებს ზრდიან. ეს ყველაფერი კი დონ ფლორენტინოს დამსახურებაა, ამ კაცის წვლილი "ბლანკოსის" განვითარებაში უდიდესია. სწორედ მის დროს მოიგო ესპანურმა გრანდმა ჩემპიონთა ლიგა, მაგრამ ბევრი უგუნური ნაბეიჯებიც ახსოვს გულშემატკივარს, რად ღირს ვისენტე დელ ბოსკეს გახსენება...
ამ 5 ვუნდერკინდიდან საუკეთესოს გამოყოფა ძალიან რთულია, მაგრამ აღსანიშნავია პაბლო სარაბიას თამაში, ეს ფეხბურთელი სულ რაღაც 16 წლისაა, იგი პირველად სწორედ "კანტერაში" გამოჩნდა და საკუთარი თამაშით ყველა ძლიერ მოხიბლა. თუ ასეთი ტემპით გაგრძელდება ამ მოთამაშეთა პროგრესი, ესპანურ ფეხბურთს მალე ახალი მსოფლიო ვარსკვლავები დაამშვენებენ, ამ ყველაფრით კი ყველაზე დიდ სიამოვნებას მადრიდული პუბლიკა მიიღებს. 3–4 წელიწადში მადრიდის "რეალს" სარაბია, მორატა, ალექსი, სობრინო, კანალესი, კამალი და მარკოს ალონსოს კამპანია შეუერთდება.
რამდენიმე კვირის წინ სარაბიამ კონტრაქტი გაახანგრძლივა. 5 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი სერხიო კანალესმა, ხოლოდ დანარჩენმა მადრიდისტებმა შარშანდელ სეზონში გაახანგრძლივეს კონტრაქტები. ძალიან მალე "თეთრების" შემადგენლობას ახალგაზრდა ვუნდერკინდები შეავსებენ. თვით მანუელ პელეგრინიც კი დაესწრო ახალგაზრდა მადრიდისტების ვარჯიშს, ჩილელმა ფერნანდესისა და სობრინოს თამაში გამოარჩია, მისი თქმით ისინი მალე "ბლანკოსის" სრულფასოვანი წევრები გახდებიან...
ინფორმაციის წყარო: Defensacentral.com
ავტორი: Kevlisha
- 23 იანვარი 2010
- 2 481
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.