სილვიან ვილტორი:„„რეალი“ ბენზემას იყენებს, ნაკრები არა“
ლონდონის „არსენალის“ და საფრანგეთის ნაკრებს ყოფილმა ფეხბურთელმა, სილვიან ვილტორმა კარიმ ბენზემაზე ისაუბრა...
„მადრიდის „რეალში“ საკმაოდ ჭკვიანი და ეფექტური ტექნიკური შტაბია. სხვაგვარად ვერც იქნება, ამ გუნდს სათავეში ზიზუ უდგას, მან ზუსტად იცის ბენზემას შესაძლებლობები და 100%-ით იყენებს მას.“
„თქვენ როგორ ფიქრობთ? ბენზემას ნაკრებსმიღმა დატოვება შეიძლება? დიდ პატივს ვცემ ჟირუს, გრიზმანს და სხვებს, მაგრამ ისინი კარიმს ვერ შეცვლიან.“
„როდესაც ბენზემა პატარა იყო, მთელი საფრანგეთი იმედის თვალით უყურებდა. ქომაგებს სურდათ, რომ მისგან ნამდვილი ლიდერი დამდგარიყო და ასეც მოხდა, მაგრამ დღეს ჩვენ ვხედავ რადიკალურად განსხვავებულ ვითარებას. დეშამი კარიმს არ იძახებს.“
- 23 მარტი 2016
- 2 711
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.