ენცო ზიდანი შესაძლოა ზიზუმ თავისთან იხმოს
მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა შეიძლება თავისი შვილი ძირითად გუნდში გამოიძახოს.
დღეს გამოქვეყნდა "კასტილიას" განაცხადი მომდევნო მატჩისთვის. შემადგენლობაში არ არიან მარტინ ოდეგარი, ბორხა მაიორალი და ენცო ზიდანი. სამივე ფეხბურთელი ახალგაზრდული გუნდის წამყვანი მოთამაშეები არიან და როდესაც ისინი განაცხადს მიღმა რჩებიან, ეს იმას ნიშნავს, რომ მათ ან ტრავმა აწუხებთ, ან ისინი ძირითად გუნდში იქნებიან გამოძახებულნი.
სამეულიდან არცერთს დაზიანებები არ აღენიშნებათ, რაც მეტყველებს იმაზე, რომ ენცო, მაიორალი და ოდეგარი ზინედინ ზიდანთან და მადრიდის "რეალის" ძირითად გუნდთან ერთად გაირჯებიან.
Bernabeudigital.com
- 23 მარტი 2016
- 3 577
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.