მოურინიომ ბეილს დაურეკა
გავრცელებული ინფორმაციით, ჟოზე მოურინიო მადრიდის „რეალის“ ერთ-ერთ მთავარ ფიგურას, გარეთ ბეილს ესაუბრა...
ფეხბურთის პორტუგალიელი სპეციალისტი ცოტა ხანში მანჩესტერ „იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელის რანგში მოგვევლინება.
ჟოზე გუნდის გაძლიერებაზე უკვე ფიქრობს და საკმაოდ აქტიური სატრანსფერო კამპანიის წარმოებას გეგმავს.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოურინიომ პირადად დაურეკა გარეთ ბეილს და საოცნებო კონტრაქტი შესთავაზა. ჟოზეს სურს, რომ მისი ახალი პროექტის მთავარი შემოქმედი სწორედ უელსელი ფეხბურთელი გახდეს.
კულუარული ინფორმაციით, მანჩესტერელები ბეილში 130 მილიონი ევროს გადახდას აპირებენ. მათი შეთავაზება 6 წლიანი იქნება, ხელფასის სახით კი 22 მილიონი ევროს განსაზღვრას გეგმავენ, რაც იმას ნიშნავს, რომ გარეთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება.
დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას...
- 23 მარტი 2016
- 5 240
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.