ბეილი:„მიხარია, რომ გუნდის დახმარება შევძელი“
გარეთ ბეილი „სევილიასთან“ შეხვედრაში საუკეთესო იყო. უელსელმა განვლილ მატჩზე ისაუბრა...
„შესანიშნავად ვითამაშეთ. კმაყოფილი ვარ, როგორც ჩემი ასევე, მთელი გუნდის გამოსვლით. ძალიან ეფექტურად გადავადგილდებოდით და შედეგიც სახეზეა.“
„გულშემატკივარი გვენდობა და ღრმად სწამს, რომ „ვოლფსბურგს“ დავამარცხებთ და 1/2 ფინალში გავალთ.“
„მთელი გუნდი ერთიანია და მიზნად ჩემპიონობა აქვს დასახული. ბოლომდე ვიბრძოლებთ.“
„უელსის ნაკრების მთავარ მწვრთნელს ვესაუბრე. კოულმენმა მითხრა, რომ დასვენების საშუალება მომეცემა. მომდევნო 2 კვირის განმავლობაში მადრიდში დავრჩები და ყურადღებას „ელ კლასიკოზე“ გადავიტან.“
- 21 მარტი 2016
- 2 427
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.