„რეალი“ ბერნაბეუზეა
მადრიდის „რეალის“ ავტობუსი სულ ცოტა ხნის წინ „ბერნაბეუს“ მისადგომებთან გაჩერდა...
ფეხბურთელები ამჟამად გასახდელში იმყოფებიან და ზინედინ ზიდანის ბოლო რჩევა-დარიგებებს ისმენენ.
აღსანიშნავია, რომ „ატლეტიკომ“ წააგო, „ბარსელონამ“ კი „ვილიარეალთან“ ფრედ ითამაშა, რაც იმას ნიშნავს, რომ „ბლანკოსს“ ორივე გუნდთან სხვაობის შემცირების კარგი შანსი აქვს.
ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ „ვილიარეალის“ წაბორძიკება „სევილიას“ ხელს აძლევს, ემერის გუნდის მიზანი მე-4 ადგილზე გასვლაა. მადრიდში გამარჯვების შემთხვევაში ანდალუსიელები „ვილიარეალს“ კიდევ უფრო მიუხლოვდებიან და მათ შორის სხვაობა მხოლოდ 3 ქულა გახდება.
- 20 მარტი 2016
- 1 364
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.