გამეირო:„„რეალი“ ზიზუსთან ერთად გაცილებით გაძლიერდა“
„სევილიას“ ფორვარდმა, კევინ გამეირომ მადრიდის „რეალის“ მთავარ მწვრთნელსა და დამრტყმელ ძალაზე ისაუბრა...
„მას შემდეგ, რაც ზინედინ ზიდანი „ბლანკოსს“ სათავეში ჩაუდგა, ამ გუნდმა შეტევითი პოტენციალი მნიშვნელოვნად გაზარდა. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ფრანგი სპეციალისტის გუნდი განსაკუთრებით კარგად საშინაო არენაზე ასპარეზობს და უამრავი გოლი გააქვს.“
„დედაქალაქურ კლუბს წინა ხაზში ლა ლიგის მრავალგზის ბომბარდირი ჰყავს. ტრადიცია არც მიმდინარე სეზონში ირღვევა და პორტუგალიელი ფეხბურთელი „პიჩიჩისთვის“ ბრძოლაში მოწინავე პოზიციაზეა.“
„რონალდუ არის ფეხბურთელი, რომელიც ნებისმიერ დროს დიდ ხიფათს წარმოადგენს. ჩვენი გუნდის უკანახაზელები ყურადღებით ითამაშებენ.“
- 20 მარტი 2016
- 2 699
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.