სკანდალი - კარიმ ბენზემას ნარკობიზნესსა და ფულის გათეთრებაში ამხელენ
ფრანგული გამოცემა Liberation სკანდალურ ინფორმაციას აქვეყნებს...
როგორც სჩანს, მადრიდის „რეალის“ ფორვარდს დიდი პრობლემები აქვს. „ცხრიანი“ ახალ საქმეში ფიგურირებს, რომელიც 2014 წელს ახალი ფირმის შექმნას და ფულის გათეთრებას გულისხმობს. ამასთანავე, კარიმის გამოაშკარავებას ნარკოდანაშაულზეც აპირებენ.
ბრალი ოფიციალურად ჯერ-ჯერობით არ არსებობს, თუმცა ამავე წყაროზე დაყრდნობით, საფრანგეთის პოლიციამ გამოძიება 2015 წლის სექტემბერში დაიწყო.
გარდა ამისა, ბენზემას საქმე ვალბუენას შანტაჟთან მიმართებაში კვლავ არ არის დასრულებული, მაგრამ ამ ეპიზოდში ფრანგის საქმე საკმაოდ ნორმალურად მიდის.
საფრანგეთში ფიქრობენ, რომ ევროპის ჩემპიონატი „ბლანკოსის“ ფორვარდის გარეშე ჩაივლის, ვინაიდან მის მიმართ ძალიან ბევრი კითხვა დაგროვდა.
- 18 მარტი 2016
- 4 226
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.