კრიშტიანო რონალდუმ ვარჯიშის შემდეგ ტკივილი იგრძნო
გავრცელებული ინფორმაციით, მადრიდის „რეალის“ წინახაზელმა, კრიშტიანო რონალდუმ ტკივილები იგრძნო...
პორტუგალიელი ფეხბურთელი სამედიცინო შტაბის პირველადი დაკვირვების შედეგად ტრავმირებული არ არის და უბრალოდ კუნთის გადაღლა აქვს.
იმისათვის, რომ სერიოზული დაზიანება სრულად გამოირიცხოს, რონის დამატებით გამოკვლევებს ჩაუტარებენ, რის შედეგადაც საბოლოო პასუხი გახდება ცნობილი.
წინასწარი ინფორმაციით, მხოლოდ მცირე გადაღლის შემთხვევაში, კრიშტიანო ხვალინდელ ვარჯიშზე სრულად არ დაიტვირთება, დასკვნით სესიაში კი მონაწილეობას მიიღებს და „სევილიას“ წინააღმდეგ სასტარტო შემადგენლობაში იასპარეზებს.
დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას...
- 17 მარტი 2016
- 6 258
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.