ხუანდე რამოსი:„სამწუხარო ის არის, რომ „რეალი“ ფავორიტად არ ითვლება“
მადრიდის „რეალის“ ყოფილმა მწვრთნელმა, ხუანდე რამოსმა მადრიდის „რეალის“ სტატუსზე ისაუბრა...
„მადრიდის „რეალის“ ქომაგებისთვის დღევანდელი მდგომარეობა არასახარბიელოა, ვინაიდან ისინი მუდამ ტიტულებს ითხოვენ.“
„რას ვხედავთ დღეს? ლა ლიგაში „ბლანკოსის“ შანსი მინიმალურია. ვფიქრობ, „ბარსელონასთან“ ჭიდილს ესპანეთის პირველობაზე აზრი უკვე დიდი ხანია დაეკარგა.“
„ჩემპიონთა ლიგაზე კი „ბლანკოსი“ 7 გუნდიდან მხოლოდ 2 გუნდთან არის ფავორიტი. „ბენფიკა“ და „ვოლფსბურგი“ - ეს გუნდები მადრიდული გიგანტის დონეზე ნამდვილად არ დგანან, თუმცა სხვები? ჩემი აზრით, „სიტი“, „ბაიერნი“, „ატლეტიკო“, „ბარსელონა“, და „პსჟ“ საკმაოდ ძლიერი გუნდები არიან და არცერთ მათგანთან დედაქალაქური კლუბი ფავორიტად არ ჩაითვლება. შანსებს 50-50-ზე შევაფასებდი, თუმცა „ბარსელონა“ და „ბაიერნი“ წელს ძალიან ძლიერები არიან და შესაძლოა, მათ მეტი შანსი ჰქონდეთ.“
- 17 მარტი 2016
- 2 878
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.