„სევილიასთვის“ მზადება გრძელდება
მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელები ანდალუსიელთა მისაღებად ემზადებიან...
აღსანიშნავია, რომ ზინედინ ზიდანის განკარგულებაში აბსოლუტურად ყველა ფეხბურთელია, რაც იმას ნიშნავს, რომ ანდალუსიელთა წინააღმდეგ, მადრიდის „რეალის“ უძლიერესი თერთმეტეული უნდა ვიხილოთ.
ზიზუმ ყურადღება კომბინაციებზე, კარში ზუსტად დარტყმებზე, სისწრაფესა და ფიზიკურ კონდიციებზე გააკეთა.
კოლექტივთან ერთად იმყოფება „კასტილიას“ რამდენიმე ფეხბურთელი, მათ შორის იყო მარტინ ოდეგარიც.
კეილორ ნავასი, კიკო კასილია და რუბენ იანიესი სპეც.წვრთნებს გადიოდნენ.
გუნდთან ერთად იმყოფება კარიმ ბენზემა, რომელიც უკვე სრულ დატვირთვას იღებს. ფრანგი ფეხბურთელი „სევილიას“ წინააღმდეგ მინიმუმ 1 საათის მანძილზე იქნება მოედანზე.
მომდევნო სესია ხვალისთვის ჩაინიშნა, რომელიც ბოლოსწინა იქნება, ზეგ კი ფრანგი სპეციალისტის შეგირდები დასკვნით ვარჯიშს გამართავენ.
- 17 მარტი 2016
- 1 437
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.