თუ ვენგერი „არსენალს“ დატოვებს, მას კონტრაქტს „რეალი“ შესთავაზებს
ინგლისსა და ესპანეთში არაერთი ინფორმაცია ვრცელდება იმის შესახებ, რომ არსენ ვენგერის მრავალწლიანი კარიერა ლონდონის „არსენალში“ სრულდება. „მეთოფეები“ დიდი რისკის წინაშე დგანან, მაგრამ ფიქრობენ, რომ გუნდში გარკვეული ცვლილებებია საჭირო...
ვენგერის გამომშვიდობება ისეთივე მძიმე იქნება, როგორიც რამდნეიმე წლის წინ ალექს ფერგიუსონის გამომშვიდობება იყო, თუმცა ფეხბურთის შოტლანდიელმა სპეციალიტმა სამწვრთნელო კარიერას წერტილი დაუსვა, ვენგერი კი ამას არ აპირებს.
ესპანურ მედიაზე დაყრდნობით, მადრიდის „რეალს“ არსენ ვენგერის მოწვევა უკვე დიდი ხანია სურს, მაგრამ შეთანხმებას ვერანაირად ვერ ახერხებს.
იმ შემთხვევაში, თუ ფრანგი სპეციალისტი ინგლისს დატოვებს, „რეალი“ მზად არის, მას შესანიშნავი კონტრაქტი შესთავაზოს და ყველა ის ფეხბურთელი უყიდოს, ვისაც მოისურვებს. ფლორენტინო პერესი არენს უდიდეს პატივს სცემს და ერთ-ერთ საუკეთესო სპეციალისტად მიიჩნევს.
მადრიდში ცვლიან, რომ ვენგერი ზუსტად აუღებს ალღოს „რეალის“ ფილოსოფიას. არსენს უყვარს შეტევა, ბურთის ფლობა, სწრაფი კომბინაციები, რაც „რეალის“ ფილოსოფიაში სრულად ჯდება.
ფეხბურთის გამოცდილი სპეციალისტი უკვე 66 წლის არის, მაგრამ ასაკის ხელს არაფერში უშლის. მეტიც, ის თვლის, რომ კიდევ რამდენიმე წლის მანძილზე შეეძლება ფეხბურთში ყოფნა.
დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას...
- 17 მარტი 2016
- 3 830
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.