„რეალი“ მორატას დაბრუნებაზე დაფიქრდა
ალვარო მორატას ტურინული კარიერა რაც დრო გადის, უფრო შთამბეჭდავი ხდება. ესპანელმა ფეხბურთელმა „ბაიერნთან“ ორმატჩიან დუელში კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ძალიან დიდი მომავალი აქვს...
ბუნებრივია, მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელობას, „კასტილისა“ აღზრდილი ფეხბურთელის პროგრესი არ გამორჩენია.
ესპანეთში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მადრიდული კლუბის ხელმძღვანელობა მორატას დაბრუნებას სერიოზულად განიხილავს, მაგრამ ადმინისტრაციის აზრი ორად არის გაყოფილი.
იმ შემთხვევაში, თუ „ბლანკოსი“ ზლატან იბრაჰიმოვიჩს (უფასოდ) და რობეერტ ლევანდოვსკის დაიმატებს, წინა ხაზში ძალიან დიდ კონკურენციას ექნება ადგილი, ვინაიდან კოლექტივში ასევე ირიცხება კარიმ ბენზემა.
გუნდში ერთბაშად 4 ფორვარდი ყოფნა არამართებულია, თუმცა რამდენად მოხერხდება ზლატანისა და რობერტის დაატება მეორე საკითხია, აქედან გამომდინარე „გეგმა ბ“ ალვარო მორატა იქნება.
შეგახსენებთ, ესპანელი წინახაზელის 2 წლიან იჯარას ვადა 30 ივნისს ეწურება.
- 17 მარტი 2016
- 3 050
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.