არბელოა, კოენტრაუ და სილვა „რეალს“ ზაფხულში დაემშვიდობებიან
სახელდება სამი ფეხბურთელი, რომელიც მადრიდის „რეალთან“ კონტრაქტს ზაფხულში შეწყვიტავს...
პირველი ფეხბურთელი ალვარო არბელოაა, რომლის მადრიდული დღეები დათვლილია.
ასევე გუნდს დატოვებს ფაბიო კოენტრაუ, რომელიც ამჟამად „მონაკოს“ ღირსების დაცვასაც ვერ ახერხებს, ვინაიდან უმძიმესი ტრავმა აქვს. პორტუგალიელი ფეხბურთელის ალტერნატივაზე პერესი უკვე დიდი ხანია მუშაობს.
მესამე ფეხბურთელი ლუკას სილვა გახლავთ, რომელიც „ბლანკოსის“ გეგმებში არ შევა.
ესპანელები დაზუსტებით იუწყებიან, რომ ზემოხსენებულ ფეხბურთელებს „რეალთან“ საერთო აღარაფერი ექნებათ.
კულუარულ დონეზე კი ვრცელდება ინფორმაცია, რომ გუნდს ლუკას ვასკესი, მატეო კოვაჩიჩი და ალვარო მორატა დაემშვიდობებიან.
ასევე არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ისკო-ხამესის დუეტიდან, ერთ-ერთი კოლექტივში აღარ იქნება.
- 16 მარტი 2016
- 6 948
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.