ლუკას სილვა:„ზიდანთან არასდროს მისაუბრია“
ლუკას სილვა, რომელიც განათხოვრებულია, მაგრამ მადრიდის „რეალს“ ეკუთვნის კომენტარს აკეთებს...
„ზინედინ ზიდანი შესანიშნავი მწვრთნელია. როდესაც ბავშვი ვიყავი, ვოცნებობდი, რომ მის სტილში მეთამაშა.“
„ფრანგს პატივს ვცემ და მჯერა, რომ ისეთივე წარმატებული მწვრთნელი იქნება, როგორიც ფეხბურთელი იყო.“
„სიმართლე გითხრათ, მადრიდიდან წამოსვლის შემდეგ, დედაქალაქელებთან კონტაქტი არ მქონია. ასევე არ მისაუბრია ზიზუსთან.“
„არ ვიცი, რას გეგმავს „რეალი“. იგეგმება თუ არა ცვლილებები გუნდში, მეხება თუ არა როტაცია და ასე შემდეგ.“
„ივლისის თვეში ესპანეთის დედაქალაქს ვეწვევი და ჩემი მომავლის შესახებ ხელმძღვანელობას გავესაუბრები.“
„ამ ეტაპზე, ეროვნულ ნაკრებში მოხვედრის შანსი დაკარგული მაქვს, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ მომდევნო მსოფლიო ჩემპიონატისთვის „სელესაოს“ განაცხადში ვიქნები.“
- 16 მარტი 2016
- 2 920
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.