პეპეს „გალათასარაი“ იწვევს
როგორც სჩანს, კეპლერ პეპეზე მოთხოვნა კვლავაც არსებობს...
პორტუგალიელმა ფეხბურთელმა გასულ ზაფხულს „რეალთან“ 2 წლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, რაც იმას ნიშნავს, რომ მას „ბლანკოსში“ დარჩენა მინიმუმ 2017 წლამდე შეუძლია.
გავრცელებული ინფორმაციით, „სამიანი“ თურქული „გალათასარაის“ ინტერესთა სფეროში მოექცა. „გალას“ ხელმძღვანელობა მზად არის, მადრიდულ გუნდს 10 მილიონი ევრო გადაუხადოს და კეპლერთან 4 წლიან ხელშეკრულებას მოაწეროს ხელი.
ამასთანავე ცნობილი ხდება, რომ პეპეს ხელფასის სახით 4.2 მილიონ ევროს შესთავაზებენ, რაც მისი ასაკის ფეხბურთელისთვის საკმაოდ სოლიდური შემოსავალი იქნება. 4 წლის მანძილზე, უკანახაზელი 16.8 მილიონ ევროს გამოიმუშავებს და „გალათასარაის“ ერთ-ერთი მაღალანაზღაურებადი ფიგურა გახდება.
- 16 მარტი 2016
- 2 491
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.