„სიტი“ კროოსში 65 მილიონს ჩამოდის
ინგლისურ მედიაზე დაყრდნობით, ხოსეპ გუარდიოლამ მანჩესტერ „სიტის“ ხელმძღვანელობას ტონი კროოსის შეძენა მოსთხოვა...
ფეხბურთის ესპანელი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ ტონი პრემიერლიგისთვისაა ზედგამოჭრილი და „სიტის“ წარმატებაში წვლილის შეტანა შეუძლია.
ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ ტონიმ „ბაიერნი“ სწორედ ხოსეპის ხელმძღვანელობის დროს დატოვა და მათ შორის იდეალური ურთიერთობა არ არის.
გავრცელებული ინფორმაციით, „სიტის“ ხელმძღვანელობა მადრიდის „რეალს“ 65 მილიონიან წინადადებას შესთავაზებს, რაც საკმაოდ მიმზიდველი იქნება იმ ფონზე, რომ „ბლანკოსი“ ზაფხულში ძალიან დიდი თანხის დახარჯვას გეგმავს.
შეგახსენებთ, „რეალმა“ გერმანიის ნაკრების ნახევარმცველი 25 მილიონი ევროს სანაცვლოდ დაიმატა.
- 16 მარტი 2016
- 2 843
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.