პერესმა „ბაიერნს“ გეგმები ჩაუშალა

ესპანურ საინფორმაციო წყაროებზე დაყრდნობით, მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა მიუნხენის „ბაიერნს“ გეგმები ჩაუშალა...

საქმე ეხება დავიდ ალაბას, რომელიც გერმანული კლუბის ღირსებას უკვე წლების იცავს. მიუნხენელებს ავსტრიელ ფეხბურთელთან ხელშეკრულების გახანგრძლივება სურთ. მეტიც, განაპირა მცველმა გაუმჯობესებული კონტრაქტის დეტალების შესახებაც მიიღო ინფორმაცია, მაგრამ ესპანურ წყაროებზე დაყრდნობით, „რეკორმაისტერს“ თითქმის დასრულებული საქმე ჩაეშალა.

მთავარი გმირი ფლორენტინო პერესი აღმოჩნდა, რომლის წარმომადგენლები ალაბას აგენტს დაუკავშირდნენ და გაცილებით უკეთესი წინადადება შესთავაზეს, ვიდრე „ბაიერნმა“.

ამასთანავე, ალაბას ეძლევა შანსი, რომ ჩემპიონატიც შეცვალოს და მადრიდის „რეალის“ მაისური მოირგოს. „ბლანკოსში“ თამაში ბევრი ფეხბურთელის ოცნებაა.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ალაბა ძალიან მოსწონს „ბაიერნის“ მომავალ მწვრთნელს, კარლო ანჩელოტის. როდესაც იტალიელს ახალგაზრდის შესახებ ჰკითხეს, მან მიუგო, რომ „რეკორდმაისტერს“ მსგავსი ტიპის ფეხბურთელები ძალიან სჭირდება.

დაველოდოთ მოვლენა განვითარებას.

  • Hala
  • 16 მარტი 2016
  • 7 049
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (258)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)