რა უნდა მოხდეს, რომ „რეალმა“ „ბარსელონას“ გაასწროს?

ესპანელი ჟურნალისტები საინტერესო სტატიას აქვეყნებენ, რომლის გაცნობის შემდეგ თვალნათლივ შეიძლება ითქვას, რომ „რეალის“ შანსი ლა ლიგაში ნულის ტოლია...

პრიმერას დასრულებამდე 9 ტურია დარჩენილი, სხვაობა კი 12 ქულას შეადგენს.

იმისათვის, რომ „რეალმა“ „ბარსელონას“ გაასწროს, საჭიროა, რომ ყველა თამაში მოიგოს.

ასევე აღსანიშნავია, რომ კატალონიელებმა 4 მატჩი უნდა წააგონ, მათ შორის „ელ კლასიკო“, თანაც მინიმუმ 4 ბურთიანი სხვაობით. ამ შემთხვევაში გუნდებს ერთი რაოდენობის ქულები ექნებათ. ლა ლიგაში მოქმედი წესების მიხედვით, როდესაც გუნდებს ერთი და იგივე ქულა აქვთ, უპირატესობა ურთიერთშეხვედრებში უკეთესი მაჩვენებლის მქონე გუნდს ენიჭება. „რეალმა“ საშინაო არენაზე 4 უპასუხო ბურთი გაუშვა, ამიტომ ზიდანის გუნდმა „ნოუ კამპზე“ შეუძლებელი უნდა შეძლოს. თუ „რეალი“ კატალონიაში 4 ბურთის სხვაობით მოიგებს, მაშინ უპირატესობა ბურთების საერთო შეფარდებას მიენიჭება, მაგრამ ყველა ხვდება, რომ ეს ფანტასტიკის სფერო უფროა.

იმ შემთხვევაში, თუ „რეალი“ „ბარსელონას“ სამ ბურთიანი სხვაობით დაამარცხებს, წინ მაინც „ბარსელონა“ იქნება, ამიტომ ლუის ენრიკეს გუნდმა სადღაც კიდევ ერთხელ უნდა წაიბორძიკოს.

ალბათ უკიდურესად ოპტიმისტ გულშემატკივარსაც არ სჯერა იმის, რომ კატალონიური კლუბი 9-იდან მხოლოდ 4 შეხვედრას მოიგებს, დანარჩენებში კი წარუმატებელი იქნება.

და ბოლოს. არ უნდა დაგვავიწყდეს „ატლეტიკოც“, რომელიც ბრწყინვალე ფორმაშია და „რეალს“ დღეის მდგომარეობით 4 ქულით უსწრებს.

  • Hala
  • 14 მარტი 2016
  • 8 839
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)