არბელოა:„პაუზის შემდეგ დაბრუნება სასიამოვნო იყო“
ალვარო არბელოამ „ლას პალმასის“ დამარცხების შემდეგ, კომენტარი გააკეთა...
„დიდხნიანი პაუზის შემდეგ, მოედანზე გასვლა და თამაში შევძელი, რაც ძალიან მახარებს. უკვე დიდი ხანია არ მითამაშია, დღეს კი ბედნიერი ვარ.“
„გასვლითი მატჩების მოგება იოლი არ არის, თუმცა ჩვენ დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ.“
„მასპინძლები საშინაო კედლებში ძალიან კარგად გამოიყურებიან. სტატისტიკა აჩვენებს, რომ „ლას პალმასმა“ არაერთ კარგ გუნდს გაუწია დიდი კონკურენცია.“
„უკვე 7 წელია მადრიდის „რეალის“ ღირსებას ვიცავ, მაგრამ ფანების მსგავსი დახვედრა არასდროს მინახავს. მსურს ადგილობრივებს დიდი მადლობა გადავუხადო.“
- 14 მარტი 2016
- 1 583
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.