დე ხეა, ნავასი, კონკურენცია და 40 მილიონი ევრო
მადრიდის "რეალის" დირექტორატი აქტიურ შეხვედრებს და სამომავლო გეგმებს ამუშავებს.
მოგეხსენებათ, წინა საზაფხულო ტრანსფერების პერიოდში სამეფო კლუბი ძალიან ახლოს იყო დავიდ დე ხეას გაფორმებასთან, თუმცა ეს გარიგება არ შედგა. სამაგიეროდ თავის გამოჩენის საშუალება მიეცა კეილორ ნავასს, რომელმაც მადრიდელ გულშემატკივრებს თავი ძალიან შეაყვარა და იგი ერთ-ერთ ყველაზე საიმედო კიპერად მოიაზრება ევროპაში.
მიუხედავად კოსტა-რიკელი მეკარის ბრწყინვალე თამაშისა, ფლორენტინო პერესს მაინც სურს დე ხეას შეძენა და მის ტრანსფერში შესაძლებელია სწორედ ნავასი გამოიყენოს. "რეალის" პრეზიდენტს ორი ვარიანტი აქვს:
1. დე ხეას გაცვლა კეილორ ნავასში.
2. დე ხეას სანაცვლოდ 40 მილიონი ფუნტის გადახდა და გუნდში კონკურენციის დონის ამაღლება მეკარეებს შორის.
Bernabeudigital.com
- 12 მარტი 2016
- 3 487
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.