”ბოკას” გაგო ძალიან სურს
მადრიდის ”რეალის” არგენტინელი ნახევარმცველი ფერნანდო გაგო, დიდი ხანია ”რეალის” ძირითადის მოთამაშე აღარ არის, ამიტომაც მას სურს კლუბის გამოცვლა და ისეთ გუნდში გადასვლა, სადაც იგი თამაშს შეძლებს.
გუშინ ხმები გავრცელდა, რომ ”ბოკა ხუნიორსის” ხელმძღვანელობამ ”ბლანკოსს” შესთავაზა გაგოს ტრანსფერი არგენტინაში,-იუწყება marca.com-ი. თავად გაგოს ძალიან სურს ძირითადში თამაში, მაგრამ იგი ამას ვერ ახერხებს, ამიტომაც მისი ტრანსფერი უფრო აქტუალური გახდა.
არგენტინელებს გაგოს შეძენა არენდის სახით სურს, მაგრამ ოფიციალურად ეს დადასტურებული არ არის. ”ბლანკოსის” 5 ნომერს სურს ასევე აფრიკაში გამგზავრება და მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობის მიღება.
ასევე მოლაპარაკებები მიმდინარეობს მადრიდსა და ”ბუენოს აირეს” შორის. გაგომ ამ სეზონში ხუთი მატჩი ითამაშა და საკმაოდ ნორმალურადაც გამოიყურებოდა, მაგრამ მან გოლის გატანა ვერ მოახერხა.
ინფორმაციის წყარო:news.sport-express.ru
სტატიის ავტორი:buxu
- 22 იანვარი 2010
- 1 848
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.