ზიდანი:„მომდევნო ეტაპზე გასვლით ძალიან ბედნიერი ვარ“

ზინედინ ზიდანმა „რომასთან“ ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...

„შესანიშნავი მატჩი გამოდგა. სპალეტის გუნდს მინიმუმ 2 გოლი ჰქონდა გასატანი, აქედან გამომდინარე შეხვედრა აგრესიულად დაიწყო. იტალიელები მთელი შეხვედრის მანძილზე ბოლომდე იბრძოდნენ და არ ნებდებოდნენ. მიხარია, რომ 2 გოლი გავიტანეთ, საკუთარ კარში კი არცერთ არ მიგვიღია. მიმდინარე სეზონში „ბლანკოსი“ ჩემპიონთა თასზე ძალიან კარგად გამოიყურება. ჩემმა ფეხბურთელებმა დავალებას ბრწყინვალედ გაართვეს თავი და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს.“

„ჩემპიონთა ლიგა სულ სხვა განზომილებაა. ახლა უკვე 1/4 ფინალში ვართ და მეტოქეს ველოდებით. ვფიქრობ, ძალიან დიდი და შრომატევადი მუშაობა მოგვიწევს.“

„ალბათ დაცვას ზოგი გააკრიტიკებს, მაგრამ როდესაც შეტევაში ხარ, მზად უნდა იყო, რომ მეტოქის კონტრ-შეტევა მოიგერიო. რომაელებს ძალიან სწრაფი ფეხბურთელები ჰყავთ, რომლებიც ბურთს წამებში ათამაშებენ და სიტუაციას ამწვავებენ.“

„კაზემირომ შესანიშნავი მატჩი ჩაატარა. ბრაზილიელი ფეხბურთელის პროგრესი აშკარაა. ვცდილობ, შანსი ყველას მივცე და საკუთარი შესაძლებლობები გამოვავლენინო.“

„ვასკესი მატჩში ბრწყინვალედ ჩაერთო. ახალგაზრდა ესპანელს დიდი ტალანტი აქვს, რომელსაც „რეალში“ ნელ-ნელა ავლენს. ბეილის შეცვლა აუცილებელი იყო, ვინაიდან მას 90 წუთის მოედანზე გატარება არ შეეძლო. ვფიქრობ, ესპანელი ფეხბუთელის მოედანზე შეყვანამ გაამართლა.“

„გულშემატკივრები ფეხბურთელებისგან მუდამ მეტს ითხოვენ. დღეს დიდი მხარდაჭერა მივიღეთ. ხამეს როდრიგესი ძალიან მობილური იყო, მან გოლის გატანაც მოახერხა და ყველა მომენტში ბოლომდე იბრძოდა.“

„ბეილსა და რონალდუს პოზიციის შეცვლას ვავალებდი. მატჩის განმავლობაში დაახლოებით 4-ჯერ ფეხბურთელებმა ადგილმდებარეობა შეიცვალეს. საბედნიეროდ, ჩვენ დიდი რესურსი გვაქვს და წინა ხაზში ბევრი ექსპერიმენტის ჩატარებაა შესაძლებელი. უელსელი მოთამაშე ნაყოფიერია, შეტევის როგორც მარჯვენა, ასევე მარცხენა ფლანგზე.“

„კრიშტიანო რონალდუ მიღწეულით არასდროს კმაყოფილდება. პორტუგალიელ ფეხბურთელს ბრწყინვალე შედეგები აქვს და ტრიუმფალურ სვლას განაგრძობს.“

„იყო მომენტი, როდესაც ფლანგებს ხამესი და ბეილი ცვლიდნენ, რონი კი ცენტრ-ფორვარდად გვევლინებოდა. ვფიქრობ, ამ შემთხვევაშიც ნაყოფიერები ვიყავით.“

„ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის საგზური უკვე გავინაღდეთ, ახლა უკვე ლა ლიგაზე ვფიქრობთ, სადაც ამ თვეში ორი დაპირისპირების გამართვა მოგვიწევს. ახლა კოლექტივი კვირას ჩასატარებელ მატჩზე გააკეთებს კონცენტრაციას, რომელიც „ლას პალმასთან“ არის დაგეგმილი, შემდეგ კი ჩვენ საკმაოდ რთული მეტოქე გვეყოლება „სევილიას“ სახით.“

  • Hala
  • 9 მარტი 2016
  • 6 268
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (266)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)