რუდიგერი და დე როსი რეალთან მატჩს გამოტოვებენ
რომაული კლუბის ბანაკში საკმაოდ ცუდი სიახლეებია – გუნდის ორი უკანახაზელი გამოტოვებს ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალურ მატჩს სანტიაგო ბერნაბეუზე.
რომაული კლუბის ბანაკში საკმაოდ ცუდი სიახლეებია – გუნდის ორი უკანა ხაზელი გამოტოვებს ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალურ მატჩს სანტიაგო ბერნაბეუზე.
როგორც "რომას" ოფიციალური ვებ–გვერდი იტყობინება, გუნდს ვერ დაეხმარებიან ანტონიო რუდიგერი და დანიელე დე როსი. ორივე მათგანი უნივერსალია, რაც ორმაგად ამძიმებს სიტუაციას.
23 წლის გერმანელმა ცენტრალურმა მცველმა კუნთის ტრავმა მიიღო პარასკევს "ფიორენტინასთან" შეხვედრაში და ორი კვირის განმავლობაში მოუწევს უმქედ ყოფნა.
რაც შეეხება ვეტერან იტალიელ საყრდენს, 32 წლის დანიელეს კვლავ ტერფის პრობლემები აქვს და არ გაყვება გუნდს მადრიდში.
შეგახსენებთ, რომ რომაელებმა პირველი თამაში შინ 0:2 წააგეს და ხვალ ეცდებიან წინააღმდეგობის გაწევას "სამეფო კლუბისთვის" ესპანეთში.
- 7 მარტი 2016
- 1 718
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.