დასვენების დრო არ არის
ზინედინ ზიდანის გადაწყვეტილებით, „რეალმა“ არ დაისვენა და ჩემპიონთა თასისთვის მზადება დაიწყო...
„სელტასთან“ ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ, „რეალის“ ფეხბურთელები საწვრთნელ ბაზას დაუბრუნდნენ.
ზიდანმა ფეხბურთელთა გარკვეულ ჯგუფს ნაკლები დატვირთვა მისცა, ვინაიდან ვიგოელებთან 90 წუთი გაატარეს მოედანზე.
აღსანიშნავია, რომ გარეთ ბეილი და მარსელო კოლექტივთან ერთად ირჯებიან და იტალიურ კლუბთან სასტარტო შემადგენლობაში მოგვევლინებიან.
კარიმ ბენზემა აღდგენით პროცესს განაგრძობს.
ზიდანმა კასტილიიდან ბორხა მაიორალს, ლორენტეს და მარტინ ოდეგარს უხმო.
- 6 მარტი 2016
- 2 093
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.